,,ომი ჩვენებმა დაიწყეს მანამდე ჩვენი სამხედროები შედიოდნენ ტერიტორიაზე" - შენდეროვიჩი


       ,,ომი ჩვენებმა დაიწყეს, ათი წლის წინ ახალი რუსული იმპერიალიზმი დაავადების აქტიურ ფაზაში შევიდა,"- ამის შესახებ, ცნობილმა მწერალმა და პუბლიცისტმა ვიქტორ შენდეროვიჩმა ,,ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა. 
 
     ვიქტორ შენდეროვიჩმა 10 წლის წინანდელი მოვლენების გამო საქართველოს ბოდიში მოუხადა.
 
      "ომი ჩვენ კი არა საქართველომ გადაიტანა, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია წაართვეს, ჩვენ ეს ომი "ვერ შევნიშნეთ", ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ათი წლის წინ ახალი რუსული იმპერიალიზმი დაავადების აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენ დიდხანს ვემზადებოდით. მანამდე ფორმალურად საკუთარი ტერიტორიაზე, ჩეჩნეთში ვღვრიდით სისხლს. 10 წლის წინ კი პუტინის პირველი ინტერვენცია განხორციელდა. რუსეთმა სამხრეთ ოსეთში მოთელვა გაიარა, შეიმუშავა პიარის და პროპაგანდის, სამხედრო თუ დიპლომატიური მექანიზმები. დასავლეთმა ეს გადაყლაპა და გადაწყვიტა არ შეამჩნიოს. მე ბოდიში უნდა მოვიხადო.

     "10 წლის წინ ვხვდებოდი რომ ჩვენები ტყუოდნენ, მაგრამ მე ვერ წარმომედგინა ტყუილის სრული მასშტაბი. ათი წლის წინ მე ამაში პუტინსა და სააკაშვილს თანაბრად ვდებდი ბრალს. არ არის აქ არანაირი თანაბარი პასუხისმგებლობა. ომი ჩვენებმა დაიწყეს მანამდე ჩვენი სამხედროები შედიოდნენ ტერიტორიაზე, პროვოცირებას უკეთებდნენ, სცემდნენ ხალხს, აწყობდნენ აფეთქებებს, ომი დაიწყო 8 რიცხვამდე, სააკაშვილი პასუხობდა შეჭრაზე. არასდროს მომხდარა ისტორიაში, რომ ქვეყანა, რომელმაც სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს წინააღდეგ დააყენა საკუთარი თავი, გამარჯვებული ყოფილიყო და ჩვენ, რა თქმა უნდა, წავაგებთ. ჩვენ ვიხდით საფასურს და მომავალშიც გადავიხდით," - განაცხადა ვიქტორ შენდეროვიჩმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно