,,შეშფოთებული ვართ ლგბტ პირების დისკრიმინაციით საქართველოში"– ევროპის საბჭო


      შეშფოთებული ვართ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციით "– ასე გამოეხმაურა ევროპის საბჭო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

      მათი თქმით, ლგბტ პირებს უნდა შეეძლოთ იმავე უფლებებით სარგებლობა, რითიც სხვები სარგებლობენ.
 
      ,,ლგბტ თემის უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილის გამო შეწყდა. ლგბტ პირებს უნდა ჰქონდეთ იმავე უფლებებით სარგებლობის საშუალება, რითაც სარგებლობენ სხვები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ლგბტ პირებს, შეეძლოთ საკუთარი უფლების განხორციელება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან დემონსტრაციებში და ამასთანავე, დაცული იყოს ძალადობისგან.

     ჩვენ შეშფოთებული ვართ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის დიდ ნაწილში” - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно