აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე ეროვნულ გვარდიას ეწვია


      საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას აშშ-ის ევროპული სარდლობის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს სარდლობის მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორ ჯონ გრონსკის ხელმძღვანელობით, ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო.

     პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ სტუმრებს საქართველოს ეროვნულ გვარდიაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

     საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა წარმოადგენდა. ამერიკელმა გენერალმა პროექტი დადებითად შეაფასა და მისი მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

     აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები საქართველოში თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებასთან დაკავშირებით იმყოფებიან.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно