,,უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ეს არ რჩება დაუსჯელი"– ილია მეორე


უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ,,რუსთავი" 2– ის და ეკლესიის ურთიერთობას სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის შემდეგ გამოეხმაურა. 

ილია მეორის თქმით, სარწმუნოებას უხეშად არავინ არ უნდა შეეხოს, რადგან მსგავსი საქციელი დაუსჯელი არ რჩება.
 
      ,,მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში, ურთიერთობას ეკლესიასა და "რუსთავი 2"-ს შორის. მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას - ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება", - განაცხადა პატრიარქმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно