,,გაფიცვის რეალიზება მათ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდათ შეზღუდული" – ხმალაძე


     ,,ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება,"– ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე მემანქანეების გაფიცვის ფაქტს. 

     ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მემანქანეების გაფიცვა უკანონო აქტი იყო, რადგან გაფიცვის რეალიზება მათ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდათ შეზღუდული. 
 
   „ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იყო ეს უკანონო აქტი მათი მხრიდან, რომელსაც დღეს მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ჰქონდათ ამ უფლების რეალიზება დროებით შეზღუდული დავის განმავლობაში, ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებმა მაინც გადადგეს ქალაქის, დედაქალაქისა და მოსახლეობის წინააღმდეგ ეს ნაბიჯი.

     ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი. მათი მხრიდან დარღვეულია, დაწყებული კომპანიის შიდა განაწესით, სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე, რა თქმა უნდა, კანონი. რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა პასუხისმგებლობები" - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно