დედაქალაქში შვიდ ახალ მარშუტზე 25 ავტობუსი იმოძრავებს


     საკრებულოს გადაწყვეტილებით, თვის ბოლოსთვის დედაქალაქში შვიდ ახალმარშუტზე 25 ავტობუსი იმოძრავებს.

     ესენია:№ 57 — კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მეტრო „ისნის" გავლით მეტრო „სამგორამდე" (1 ავტობუსი)

     № 58 — ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი)

     № 63 – მეტრო „დელისიდან" სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).

     № 64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის,გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).

     № 67 — მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).

     № 74 — წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის" გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე" (1 ავტობუსი).

     № 76 — მუხიანის დასახლების მე-4 „ბ" მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე" (1 ავტობუსი)

     როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა განაცხადა,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ერთობლივად მუშაობის შედეგად მოძიებული იქნა 25 ერთეული ხანდაზმული ავტობუსი, რომელთაგან ნაწილი შეკეთდა და ახალ მარშუტებზეიმოძრავებს. ამის მიზეზად მან მოსახლეობის მზარდი მოთხოვნა დაასახელა.

     ,,გარკვეულწილად იქ, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ არსებობდა, მოსახლეობისთვის ამ ეტაპისთვის შვებაა. იყო მარშუტები, რომლებიც გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდა, ან გაგრძელებულიყო, ან მოძრაობის შუალედში სადღაც უნდა შესულიყო და გამოსულყო, რომ მოსახლეობისთვის მომსახურება განეხორციელებინა. ასეთი ოთხი ცვლილება განვახორციელეთ. თბილისის ზღვაზე ორი მარშრუტი მუშაობდა, რომლებიც ერთმანეთს ფარავდა ფაქტობრივად სამოცი პროცენტით და გავაერთიანეთ და ერთ მარშრუტად ჩამოვაყალიბეთ. სამუშაო დღეებში ექვს მარშრუტს დავუმატეთ თითო ერთეული და 44 ნომერი ავტობუსი, რომელიც მოძრაობას იწყებს ზემო ფონიჭალიდან, მას დავუმატეთ ორი ერთეული ავტობუსი. შაბათ-კვირის დღეებში თითო-თითო ავტობუსი დავუმატეთ სამ მარშრუტს”, – განაცხადა მამულაშვილმა.

      მისი თქმით, ახალ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/dedaqalaqshi-shvid-akhal-marshutze-25-avtobusi-imodzravebs/