ინტერპოლის ხელმძღვანელმა, რომელიც ჩინეთში დააკავეს თანამდებობა დატოვა


     ინტერპოლის ხელმძღვანელმა, რომელიც ჩინეთში დააკავეს,  თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საერთაშორისო უწყება ავრცელებს.

     მენ ჰუნვეის, რომელიც პარალელურად ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეა, ოფიციალური პეკინი კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

     მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ჩინეთში მის წინააღმდეგ გამოძიება კორუფციაში ბრალდებით მიმდინარეობს.

     მენ ჰუნვეის ადგილსამყოფელი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ინტერპოლის პრეზიდენტის ცოლი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ის დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი საფრთხეშია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/115532