თბილისს ორი საქალაქო – სარეაკრეაეციო პარკი ექნება


      თბილისს ორი საქალაქო სარეაკრეაეციო პარკი ექნება– ამის შესახებ დედაქალაქი მერმა დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 

      კალაძის განმარტებით, ე.წ. დიღმის ჭალების და თექმის ხევის ტერიტორია, იძლევა იმის საშულებას, რომ აღნიშნული სივცეზე მოეწყოს სარეკრეაციო ზონები, რაც ეკოლოგირ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
 
      ,,ეკოლოგიაზე ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ არავის სიამოვნებს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა რაც ხდება დედაქალაქში. არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს არის საკმაოდ მასშტაბური პრობლემა. სჭირდება კომპლექსური მიდგომები და ის ნაბიჯები რომელთა გადადგმასაც ჩვენ ვაპირებთ და უკვე გადავდგით ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი. ეს არის მცირე და საშუალო სკვერების მოწესრიგება, რომელზეც უკვე გამგეობები მუშაობენ და ვახორციელებთ პროექტებს. ასევე მნიშვნელოვანია საქალაქო პარკები, რომელიც გაგვაჩნია. მათი მდგომარეობა, ნამდვილად არ არის სახარბიელო.

     ჩვენ გვინდა ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განვახორციელოთ, ამ მიზნით ვიწყებთ კვლევას. კონკრეტულად ეს არის ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება, მათ შორის მტკვართან სიახლოვის არსებობის მხრივ და მეორე ტეროტორია ეს არის თემქის ხევი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით, 80 ათასი მოსახლეა, ახლოს არის თბილისის ზღვასთან და საპარკე სარეაკრეციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოცენციალი აქვს. აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით თბილისი მერია შესაბამისი კვლევის მომზადებას იწყებს, მათ შორის თემქის ხევში მდინარის გახსნის პოტენციალის მიმართულებით. მიმაჩნია, რომ თემქის ხევი არის ერთ–ერთი საუკეთესო ადგილი სადაც შეგვიძლია საქალაქო პარკი განვათავსოთ,"– განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно