,,მეუფე შიო დასახელებულია სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ"- მეუფე პეტრე


     სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განმარტებით, მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყდრედ არჩევა ლეგიტიმურია.

     „მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც იყო მოსალოდნელი და ყველაფერი არის ნორმალურად. განიმარტა მეუფე შიო დასახელებულია სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ,"- განაცხადა მეუფე პეტრემ.
 
     გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირების ერთი ნაწილი პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს ლეგიტიმაციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ ღიად აყენებდა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно