ტაილანდში, მღვიმიდან ყველა ბავშვი ამოიყვანეს


     ტაილანდში მიმდინარე სამაშველო ოპერაციისას, მღვიმეში ჩარჩენილი მეთორმეტე ბავშვიც გამოიყვანეს. ამ დროისთვის, ყველა ბავშვი ამოყვანილია. 

    ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვები საავადმყოფოში სავარაუდოდ, ერთ კვირას გაატარებენ. გავრცელებული ინფორმაციით ორ მათგანს პნევმონიის ნიშნები აქვს, ექიმები მათ ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებს სისხლის ანალიზი აუღეს და შესაძლო ინფექციებზე გამოკვლევებს უტარებენ. ექიმები ამბობენ, რომ ბიჭები თავს კარგად გრძნობენ .

     11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно