თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს.
შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები
