მდინარე მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს


     სამგორის რაიონში მაშველებმა მდ. მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. ამის შესახებ, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
 
     ​შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდინარეში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შევიდა.

     მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიტანეს. პარალელურად, გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს. ​სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 6 სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფი - 40 მაშველი

скачать dle 11.0фильмы бесплатно