2 კგ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი გამოავლინეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი".
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უკრაინის მოქალაქის ი.შ-ს პირად ბარგის დათვალიერებისას 4 ცალი თუნიქის ქილა აღმოაჩინეს. ქილებში, პირველადი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება კოკაინი იყო მოთავსებული.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
