რა მისწერა ზუზუ ბეჟაშვილმა ვახო სანაიას?


     ჟურნალისტი ვახო სანაია ზუზუ ბეჟაშვილთან დაკავშირებით, ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
     ,,მე ხომ მესინჯერში თითქმის არასდროს შევდივარ. ამიტომ ფრენდებს ვასწავლე - თუ რამე, კომენტარებში დამიწერეთ, შევალ და ვნახავ- მეთქი მესიჯს. ზუზუსაც ასე ვეკონტაქტებოდი.

     ბოლოს ეს მოუწერია. დღეს ვნახე. ჩემი ძმის საქმის გამოძიების ამბები იყო და ეტყობა, ფეისბუქზე თვალი მოკრა და უცებ მომწერა. ეგონა, მე შემემთხვა რამე. კომენტარებში აღარ დამიწერა მერე. ბუნებრივია, შემდეგ გაერკვა ვითარებაში.

     ძალიან დამწყდა გული ამ ადამიანზე. კარგი ბიჭი იყო - ნიჭიერი, გულიანი და კეთილი. ნეტა მეექვსეჯერაც ტყუილი ყოფილიყო!" –წერს ვახო სანაია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно