სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი: ,,კაცობრიობა უფალს განუდგება"


      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სიონში სადაც წმინდა ქეთევან წამებულის ნაწილებია დაბრძანებული ,,უძღები შვილის” იგავზე იქადაგა.

     ,,ეს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ კაცობრიობა განუდგება უფალს, მაგრამ ისე გაუჭირდება, რომ დაბრუნდება უკან როგორც უძღები შვილი. მამაზეციერი არასდროს ტოვებს კაცობრიობას, ფიქრობს ზრუნავს მასზე. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მწუხარება ხშირად თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ღვთის იმედი. მაცხოვარი ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა იპოვოს თავისი გზა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთისკენ. ეკლესია არის კარიბჭე სასუფევლისა. ღმერთმა ძალა და მადლი მოგვცეს, რომ ვპოვოთ ეს ჭეშმარიტი გზა. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი უძღები შვილი დაბრუნდეს თავის მამასთან",- განაცხადა პატრიარქმა.

      პატრიარქის აზრით, ხალხს წარსულში უფრო უჭირდა, მაგრამ სიხარული მაინც არსებობდა.

      "მოგვიახლოვდა დიდი მარხვა და ამით გვიახლოვდება დიდი მარხვის შემდეგ აღდგომის ზეიმი. ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს უფალმა. არ უნდა დავკარგოთ იმედი. წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო. სად დაიკარგა ეს სიხარული, სად დაიკარგა ეს მშვიდობა?! მაგრამ მშვიდობა დაბრუნდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი",- ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно