საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის დამაკავშირებელი 11 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო


     საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის (ხვანი, ლიჩი, ღოდორა, ტმანი, ვაკისა, გორიჯვარი) დამაკავშირებელი 11 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
 
     პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. გზის მთელ სიგრძეზე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, გაბიონის საყრდენი კედლები, ლითონისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.
 
    პროექტის დასრულების შემდეგ კი, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის, დაახლოებით, 600 ოჯახი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
скачать dle 11.0фильмы бесплатно