„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო კულმინაცია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის,"– ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ლევან იზორიამ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტეროტორიიდან.
„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო კულმინაცია იმ აგრესიული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ახორციელებს საქართველოში სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდებით. 2008 წელს კულმინაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ კულმინაციამ მიიღო რეალური სახე უშუალოდ მონაწილეობით და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან”, – განაცხადა იზორიამ.