"მე ვარ ივანე კუპრაძე და ბავშვობიდან ვოცნებობდი რომ გავმხდარიყავი რეინჯერი"– გარდაცვლილი რეინჯერი


     საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო გარდაცვლილი რეინჯერის შესახებ ვიდეოს და ინფორმაციას აქვეყნებს:

    "მე ვარ ივანე კუპრაძე და ბავშვობიდან ვოცნებობდი რომ გავმხდარიყავი რეინჯერი. ბავშობიდანვე გამიჩნდა ბუნების სიყვარული, არდადეგებზე ბაბუას მივყავდი მთაში და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ შენ თუ ბუნება გიყვარს, არ შეიძლება იყო ცუდი ადამიანი, შენ უნდა იყო კეთილი ადამიანი..."

     ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.

     საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно