მთაწმინდაზე, სასტუმროს მშენებლობის გამო კლდე ჩამოიშალა


     თბილისში, მთაწმინდაზე კლდე ჩამოინგრა - ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

     ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გამო კლდე პირველად 31 მაისს ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა და მშენებარე კომპანიას უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა.

     ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ კვლავ განახლდა.

     მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიას დარღვევები არ ჰქონია, რის გამოც მათ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცეს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/112910