ბორჯომ-ხარაგაულის პარკის დაცვის უფროსი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს


     ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი ივანე კუპრაძე დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ის 5 სექტემბერს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.

    ივანე კუპრაძე ეროვნულ პარკში 2001 წლიდან მუშაობდა.ის საქმისადმი სიყვარულით, ერთგულებით და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა, რისთვისაც არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი."
скачать dle 11.0фильмы бесплатно