პოლონეთის სახანძრო-სამაშველო სკოლა საქართველოში სასწავლო ცენტრს ააშენებს


     პოლონეთის მთავარი სახანძრო-სამაშველო სკოლა საქართველოში სასწავლო ცენტრს ააშენებს, - ამის შესახებ შეთანხმება ქართულ და პოლონურ მხარეს შორის დღეს შედგა.

     სასწავლო ცენტრი 2019 წლისთვის აშენდება, სადაც მეხანძრე-მაშველები პრაქტიკულ სწავლებებს გაივლიან.

     3-სართულიანი შენობა სასწავლო-სიმულაციური დანადგარებით იქნება აღჭურვილი, რაც მეხანძრე-მაშველებისთვის პრაქტიკული სწავლების ინოვაციურ მოდელს შექმნის.

     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვარშავის სახანძრო-სამაშველო სკოლასთან აქტიური თანამშრომლობის ფაზაზე გადადის, რაც სასწავლო ცენტრის აშენებას, აღჭურვილობის გადმოცემასა და მეხანძრე-მაშველების გადამზადებას გულისხმობს.

     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ვარშავის მთავარ სახანძრო-სამაშველო სკოლას შორის შეთანხმება დღეს შედგა. შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი და ვარშავის სკოლის წარმომადგენლები რაფალ მატუსკევიჩი და პოლკოვნიკი იაროშ ვოიჩეჰი ესწრებოდნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно