ძლიერი ქარმა დედაქალაქის უბნები დააზიანა


     დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, 10 შეტყობინებაა შესული. ძირითადად, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანა.

     ყველაზე მეტი - 5 შეტყობინება, შესულია გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადა სახურავი.

     ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი - სამგორის რაიონში. 2 შეტყობინება დიდუბე - ჩუღურეთის რაიონიდაა შესული, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია. ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.

     საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე - მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება.
 
 
[url=http://]http://[/url]
 
скачать dle 11.0фильмы бесплатно