თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება


     შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცნობებით,  "თბილისობის" დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზრუდება:

     5 ოქტომბერს დილის 05:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ევროპის მოედანზე, ასევე მეტეხის ხიდზე. მოძრაობა აიკრძალება აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით . მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

     ასევე 5 ოქტომბერს 21:00 საათიდან მოძრაობა დაიკეტება რესპუბლიკის მოედანზე.

     რუსთაველიდან მოძრავი ნაკადი იმოძრავებს რესპუბლიკის მოედნის გავლით კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მელიქიშვილი კოსტავას ქუჩიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს ელბაქიძის დაღმართის გავლით სანაპიროს მიმართულებით აგრეთვე მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე სრულად დაიკეტება ბარათაშვილის მარცხენა პანდუსი.

     საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

     6 ოქტომბერს, 9:00 საათიდან 23:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც განლაგებული იქნება შინდისი-ოქროყანის გზაჯვარედინზე.

     მოძრაობა სრულად აღდგება "თბილისობის" დღესასწაულის დასრულებისთანავე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно