პოლიტიკური აქტივობა დავასრულე - გიორგი კვირიკაშვილის პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ


     პოლიტიკური აქტივობა დავასრულე - ეს განცხადება, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

     გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოველში იმყოფებოდა. მან კითხვაზე გააგრძელებს თუ არა საჯარო აქტივობას განაცხადა: - "საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი".

     პრემიერობის თანამდებობის და პოლიტსაბჭოს დატოვების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან პირველად გამოჩნდა. 

     ექსპრემიერმა ახალი სამთავრობო გუნდის და პრემიერის შეფასებისგან თავი შეიკავა. 


წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/108930