პატრიარქი სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ შეტანის მომხრეა


      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

     შეხვედრაზე იმსჯელეს მომავალი თაობის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის შესახებ.  მისმა უწმინდესობამ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და გაიზიარა მათი პოზიცია სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის" შეტანის აუცილებლობის შესახებ.
 
     ღონისძიების დასასრულს პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელმა, გარი ჩაფიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно