ფეისბუქი მომხმარებლებს მოუწოდებს, პაროლები შეცვალონ


     ​რამდენიმე საათის წინ, ფეისბუქმა სოციალური ქსელის მომხმარებლები პირადი ანგარიშიდან ავტომატურად გამოაგდო. მათი უმრავლესობა გარკვეული დროით, სოციალურ ქსელში უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

     ​ხარვეზის შესახებ შეტყობინებები საიტ Downdetector.com-ზეც აღინიშნა, რომლის მონაცემების მიხედვითაც, მომხმარებლებს პრობლემები ძირითადად ევროპის მასშტაბით ჰქონდათ.

     ​რუკაზე საქართველო ყვითელი ფერითაა მონიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემები სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებლებსაც შეეხოთ.

     ფეისბუქის წარმომადგენლები ოფიციალურად არ განმარტავენ პრობლემის მიზეზს, უბრალოდ, მომხმარებლებს, უსაფრთხოების მიზნით, პაროლების განახლებისაკენ მოუწოდებენ. სოციალური ქსელი შექმნილი გაუგებრობისათვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/feisbuqi-momkhmareblebs-usafrtkhoebis-miznit-parolebis-shecvlisken-mouwodebs/