უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა - წმინდა სინოდში აზრი კვლავ ორად იყოფა


     დაუჭერს თუ არა მხარს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას - მღვდელმთავრების აზრი კვლავაც ორადაა გაყოფილი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამოციქულო ეკლესია, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

    ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სხდომაზე უნდა გამოცხადდეს, რომელიც ორ დღეში, 27 დეკემბერს გაიმართება.

     ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი) ამბობს, რომ 50 მილიონიან სახელმწიფოს, თუ ამის სურვილი აქვს, უნდა ჰქონდეს საკუთარი ავტოლკეფალია.

    „პირადად ჩემი პოზიცია არის, რომ ეს არის დიდი სახელმწიფო, უკრაინა არის 50 მილიონი მოსახლეობით და თუ ეს მათი კეთილი ნებაა, მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის ღირსები არიან. ვიმსჯელებთ, ახლა წინასწარ როგორ გითხრათ, რომ ან დადებითი წარმოჩინება მივცეთ ამ ამ საქმეს ან უარყოფითი," - აღნიშნა ცურტაველი მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა (ახვლედიანი). 

    შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქმა ისტორიულ ეკლესიას დამოუკიდებლობა ანუ ავტოკეფალია მიანიჭა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/122028