ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება


     ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადა.

     „ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, პირდაპირ გზის სავალ ნაწილზე არის მეტროს 50-ე შახტი, რომელიც მოსაწესრიგებელია. ტერიტორია რკინის ჯებირებით არის შემოღობილი და ავტომობილებს გავლა უჭირთ, ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება შეუძლებელია. ჩემი თხოვნაა, საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ამ პროექტის განსახორციელებლად, რომლის ღირებულება დაახლოებით მილიონ ლარზე მეტია, თანხა გამოყოფილია. ისე გავაკეთოთ, რომ სატრანსპორტო მოძრაობას ხელი არ შეეშალოს და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება პრობლემა არ იყოს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება", – განაცხადა კახა კალაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно