თბილისის ყველა რაიონში გარემოვაჭრეებისთვის ადგილი გამოიყოფა– კალაძე


     თბილისის ყველა რაიონში გამოიყოფა ადგილები, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახდინონ– ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
      მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

     „ბაზრობებთან დაკავშირებით ადრეც გავაკეთე განცხადება და რაიონების გამგებლებს მოვუწოდე, გამოეყოთ ტერიტორიები ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სოფლად მოყვანილ პროდუქტს ყიდიან, რაც კანონით აკრძალულია. გვინდა, რომ ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, მოეწყობა სპეციალური დახლები, მითითებული იქნება კვირაში 2-3 დღე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. დახლების მოწყობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ეს არის ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც ვაჭრობა არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია, სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს გამვლელებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно