უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 20 ლარამდე გაიზრდება


     მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზრდება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები საკითხზე მესამე მოსმენით მსჯელობენ. 

    მგზავრი ვალდებული იქნება, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა.

    ცვლილებების მიხედვით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე შემცირდება.
скачать dle 11.0фильмы бесплатно