მექსიკაში არქეოლოგებმა მაიას ტომის მმართველის, პაკალ დიდის ნიღაბს მიაგნეს


     მექსიკაში არქეოლოგებმა მაიას ტომის მმართველის, პაკალ დიდის ნიღაბს მიაგნეს. ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება.

     ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბელადის ნიღაბი მაიას ცივილიზაციის ანტიკურ ქალაქ პალენკეს ნანგრევებში გათხრების დროს იპოვეს.

     მექსიკის არქეოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერების ცნობით, მაიას ტომის ყველაზე ცნობილი მმართველი, ჩვენი წელთ აღრიცხვით მეშვიდე საუკუნეში მოღვაწეობდა და ცენტრალური ამერიკის ცივილიზაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

     ნიღაბთან ერთად, არქეოლოგებმა რიტუალური საგნები, მათ შორის კერამიკული ნივთები და ძვლები იპოვეს. ნიღაბს კი მეცნიერები დეტალურად სწავლობენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/reuters-meqsikashi-arqeologebma-maias-tomis-mmartvelis-pakal-didis-nighabs-miagnes/