მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება ეტაპობრივად დაიწყება


     შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. დღევანდელ შეხვედრაზე ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებთან ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრების ფორმატში, განხილული იყო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. წარმოდგენილი იყო შემოთავაზებები იმისთვის, რომ ქრონიკული დაავადების სამკურნალო 50-მდე მედიკამენტზე გაიზარდოს ხელმისაწვდომობა. პროექტის მიხედვით სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მედიკამეტებს ისევ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღებენ. პენსიონერები და შშმ პირები კი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. „ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურმა კონსულტაციებმა დაგვანახა, რომ ეს შესაძლებლობები არსებობს"-განაცხადა დავით სერგეენკომ

     პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარი შემოთავაზება გააცნო ჯანდაცვის მინისტრს კომპანია პსპ-ს წარმომადგენელმა. გიორგი რამიშვილის თქმით, პროგრამა რამდენიმე მიმართულებით უნდა განვითარდეს: გაფართოვდეს ბენეფიციართა წრე და გაიზარდოს მედიკამენტების ნუსხა. „უნდა შეიქმნას პირობები, რათა მედიკამენტების ფასმა დაიწიოს არა მხოლოდ პროგრამის ბენეფიციარებისთვის, არამედ მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის. ამისთვის შესაძლებელია რამდენიმე მეთოდიკის კომბინაცია"- აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

     პროექტის მთავარ მიზანს ბენეფიციართა წრის გაფართოება, დაავადებებისა და მედიკამეტების ჩამონათვალის გაზრდა წარმოადგენს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება ეტაპობრივად დაიწყება.
скачать dle 11.0фильмы бесплатно