,,არ მგონია, რუს ჟურნალისტებს ჰქონდეთ რესურსი, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ"– ვოლსკი


     „რუსეთის ხელისუფლების ფულით არის დაფინანსებული ყველა ფონდი და მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს, მაგრამ არ მგონია, მათ რამე რესურსი აქვთ, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ"- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
 
     ,,ერთადერთი, ვისაც პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩამოსვლიდან, სკანდალური კითხვებიდან და პასუხებიდან არის „ნაციონალური მოძრაობა". თუმცა არ მგონია, მათაც გაიმარჯვონ ამ თემის წამოწევაში. თბილისში ჩამოსვლის გარეშეც ვიცით მათი პოზიცია და მათი საუბარი არაფერს ცვლის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაში, მთავრობის საგარეო პოლიტიკაში ან საზოგადოების ცნობიერებაში, რომ საქართველოში მოხდა რუსეთის აგრესია და ოკუპაცია", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

     თბილისში სახელწოდებით – „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში" ფორუმი მიმდინარეობს, როელშიც მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно