,,ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით"– მარგველაშვილი


       ,,საქართველო კვლავაც მიისწრაფვის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით. მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით,"- ასე გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის პრეზიდენტის მუქარას.
 
      მარგველაშვილს მიაჩნია, რომ პირველი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან დეოკუპაცია და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნება უნდა იყოს.

      ,,პოზიტიური დღის წესრიგისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.

     რაც შეეხება ნატოს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან"– აღნიშნა პრეზიდენტმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно