ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე თანამედროვე სახის საკემპინგე ადგილი მოეწყობა


     ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე თანამედროვე სახის საკემპინგე ადგილი მოეწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, როგორიცაა საპიკნიკე მაგიდა, ცეცხლის დასანთები ადგილი, საშხაპე.

     საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საკარვე ადგილი აღიჭურვება ჰელიო სისტემითაც.

    სამინისტროს ცნობით, პროექტი ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვით საგანმანათლებლო აქტივობებს და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ბილიკის მოწყობას.

     „პროექტს – „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში", სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი" ახორციელებს.

     მრავალმიზნობრივი ტყით სარგებლობა და ეკოტურიზმის განვითარება გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით,რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკო-ტურიზმის განვითარებას რეგიონში",- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно