თბილისის მერია მეტროს 40 ახალ ვაგონს შეისყიდის


     ​დედაქალაქის მერის განცხადებით მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის, რაც არის 10 ახალი მატარებელი მეტროს სისტემაში.
 
     კალაძის თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 60 მილიონი დოლარია.

     „დაფინანსებას ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზრუნველყოფს და ეს ვაგონები მომდევნო სამი ან ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიეწოდება მუნიციპალიტეტს. ამ ეტაპზე, ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სპეციალისტებთან ერთად ვამუშავებთ სპეციფიკაციებს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი.

    მოგეხსენებათ, თბილისის მეტროში არის მნიშვნელოვანი პრობლემები და ერთ-ერთი მიმართულება არის მოძველებული ინფრასტრუქტურა და მოძველებული მატარებლები, რის გამოც ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს ათეულობით მილიონი ლარი და ვახდენთ მოდერნიზებას.

     თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზაში აღარ გვყავს ძველი მატარებლები, რომელთა მოდერნიზებაც შესაძლებელია იმ სტანდარტებით, რომლითაც დღეს ჩვენ უნდა ვემსახურებოდეთ დედაქალაქის მოსახლეობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით და „იბიარდის" ფინანსური ხელშეწყობით შევისყიდოთ ახალი ვაგონები.

    რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ, აღნიშნული შესყიდვის შემდეგ, ეტაპობრივად, კიდევ მოგვიწევს ახალი შესყიდვის დაგეგმვა, რადგან ძველი მატარებლები თანდათან გამოდის მწყობრიდან, ეწურებათ საექსპლუატაციო ვადა და საჭირო ხდება ახალი ვაგონების შემოყვანა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალი ვაგონებით უფრო ხარისხიანად და მაღალი სტანდარტით მოვემსახუროთ დედაქალაქს", – განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно