ამ ფილმის მიზანი არის ერთსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვა ჩამოაყალიბოს – მამა ბასილი


     ლგბტ+ თემაზე გადაღებულ ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას,  ლევან ვასაძის, სანდრო ბრეგაძისა და მათი მხარდამჭერების გარდა, სასულიერო პირებიც გააპროტესტებენ.

     დღეს ფილმის ჩაშლა მღვლდელმთავრებმაც დაანონსეს.

     "ამ ფილმის მიზანი არის ერთსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვა ჩამოაყალიბოს. უეჭველად, აბა ახალგაზრდა იქნება ეს თუ დიდი იქნება, როდესაც უყურებს ამ ფილმს, შეიძენს ამ ფილმის თვისებებს," - აცხადებს თელეთის ხარების ტაძრის მღვდელი მამა ბასილი.

     ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძრის მღვდლის მამა ლევანის თქმით, ფილმი მამათმავლობის პროპაგანდაა.

     "ამ ფილმში დადებითი კონტექსტით არის გამოყვანილი ეს ცოდვა. უარყოფითითაც რომ იყოს გამოყვანილი, საფიქრებელი იქნება, რომ ეს ირიბად მაინც პროპაგანდის გამოხატულება იქნება. წმინდა წერილი პირდაპირ ამ ცოდვას სისაძაგლეს უწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ყოველგვარი ასეთი გამოვლენის შემდეგ, ყოველთვის გამოვთქვამთ პროტესტს," - განაცხადა მამა ლევანმა.

     აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები არ არის საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია. საპატრიარქო განცხადებას დღის ბოლომდე გაავრცელებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/146275