,,თუ ეს ადამიანები უმკაცრესად არ დაისჯებიან, ეს ძალა მართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ"- გვარამია


     ,,თუ ეს ადამიანები უმკაცრეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ და მათი საზოგადოებიდან იზილაცია არ მოხდა, უფლებას ვიტოვებთ ჩავთვალოთ, რომ ეს ძალა მართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ– განაცხადა ,,რუსთავი 2”–ის გენერალურმა დირექტორმა.

     ,,დღეს ,,რუსთავი 2”– ის შენობასთან ადგილი ჰქონდა სისხლი სამართლის დანაშაულს.  ე.წ. ,,ქართული მარში” არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესების დამცველ ძალას. ეს არის რუსული ორიენტაციის და იქიდანვე დაფინანსებული მოძალადე ძალა, რომელიც სისტემატურად ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულებს, რომ არა ჩვენი დაცვის ძალისხმევა, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მივსულიყავით” – განაცხადა გვარამიამ. საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილებ არამხოლოდ გაბუნიას, ,,რუსთვი 2”–ის რომელიმე თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედების, თმიდან ერთი ღერის ჩამოვარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. დღეიდან მათ მართებს ჩვენც და საზოგადოებას დაუდასტურონ, რომ ეს ძალა ხელისუფლებისგან არა არის მართული. თუ ეს ადამიანები უმკაცრეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ და მათი საზოგადოებიდან იზილაცია არ მოხდა უფლებას ვიტოვებთ ჩავთვალოთ, რომ ეს ძალა მართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ"– განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно