თბილისში 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს


     თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „Isuzu"-ს მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრუტზე გადანაწილდება.

ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება:
N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი
N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება
N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი
N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი" - სოფელი გლდანი
N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე"
N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება
N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი" - გლდანულა
N99 - მეტროსადგური „დელისი" - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი

     კალაძის თქმით, მალე თბილისს ახალი 18-მეტრიანი ავოტბუსებიც შეემატება, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში კი მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შეძენას აპირებს.

     უახლოეს მომავალში თბილისს „Isuzu"-ს მარკის კიდევ 40 ავტობუსი შეემატება. გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ" მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში სულ 220 ერთეული „Isuzu​" და 90 ერთეული „MAN"-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно