მსოფლიო ბაზარზე "მერსედესის" ელექტრომობილი გამოდის. EQC "მერსედესის" მიერ წარმოებული პირველი სრულფასოვანი ელექტრომობილია.
ახალი პროდუქტის პრეზენტაცია გერმანულმა-ავტოგიგანტმა სტოკჰოლმში გამართა. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ EQC კონკურენციას გაუწევს ტესლას ელექტრომობილებს, რომელიც გაყიდვების მიხედვით ბაზრის ლიდერია.
უახლესი "მერსედესი" ახალი თაობის აკუმულატორებითაა აღჭურვილი, რომლებიც ერთი დამუხტვით 500 კილომეტრს გაივლიან.
პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ახალი პროდუქტის შემუშავებაზე 10 მილიარდზე მეტი დაიხარჯა.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/112771