,,კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულებრივი გზავნილია – NCDC


     დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილები  ვრცელდება. NCDC მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას. მათი ინფორმაციით, ჩინურ ვირუსზე ფეისბუქის საშუალებით სრულიად დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო ინფორმაცია ვრცელდება, რაც დეზინფორმაციაა.

     ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, ამ ეტაპისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. 
 
     ,,უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი.

     დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს: ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას ნუ აყვება პანიკას!

     საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე! 
 
     ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ: არ აყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს!

     საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია, დაავადების შემოტანის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დანაშაულია ხალხის წინაშე,"- წერია განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно