ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო რეჟიმმა წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადასცა


     ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის წარმომადგელებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა.

     ცხედრის გადაცემა ცხინვალის მორგში მოხდა. შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წითელი ჯვრის ოფისის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილიც ცხედარი  ერგნეთში თავიანთ კოლეგებს გადასცეს.

     ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურის ინფორმაციით, ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლო- სამედიცინო ექპერტიზის დასკვნაც გადაეცემა.

     22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно