ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია - თავდაცვის სამინისტრო


     საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია.

     უწყებაში განმარტავენ, რომ ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა და არც იგეგმება.

     „ცალკეული მედიასაშუალებების მიერ ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს.

     საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში მინისტრის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში საუბარი იყო ქალთა როლსა და მონაწილეობაზე თავდაცვის ძალების საქმიანობაში და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ასევე, სამინისტროს მიერ ქალებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, რათა მათ სურვილისამებრ შეძლონ ქვეყნის სამსახურში ყოფნა თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.

     შესაბამისად, ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა და არც იგეგმება.

     მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას", – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
скачать dle 11.0фильмы бесплатно