ერი, რომელიც ღვთისა და მამულის ერთგულია, სასწაულს ღმერთი მოუხდენს – მეუფე დანიელი


     ერი, რომელიც ღვთისა და მამულის ერთგულია, სასწაულს ღმერთი მოუხდენს, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა ქადაგებისას განაცხადა.

     როგორც ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის თქმით, საქართველოში ვიხილეთ სასწაული, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საეკლესიო მსახურება არ შეწყდა, ეპიდემიამ არ იფეთქა.

     „ერთ-ერთი პირველი ეთნოსია ქართული ეთნოსი. შეიძლება ვინმემ კითხვა დასვას, როგორ გადარჩა. გადარჩა ორი მიზეზის გამო, იგი იყო თავდადებული მამულისათვის და ღვთისათვის. ის, ვინც ღვთისათვის და მამულისათვის თავდადებულია, ასეთ ერს ღმერთი არ ტოვებს და გადაარჩენს ხოლმე, მოუვლენს დიდ წყალობას. ამ წყალობის მაგალითი ჩვენ ვიხილეთ დღეს, ჩვენს სინამდვილეში, არამარტო ჩვენ, იხილა მთელმა მსოფლიომ. როგორ, ეს ქვეყანა მიუხედავად უამრავი პრობლემისა, აღმოჩნდა უდიდესი სახელმწიფოების გვერდზე გაცილებით უფრო დაცული და ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა ძალღონე არ დაიშურა და ხალხს ვინც ბოლომდე იბრძვის ქვეყნისთვის, სიყვარულისთვის, ზნეობისათვის, ასეთ ხალხს ღმერთი სასწაულს მოუვლენს. ჩვენ ვიხილეთ სასწაული, რომელიც მოხდა საქართველოში. ეს იყო ეპიდემიის პირობებში მაქსიმალურად შეზღუდული გავრცელება და მიუხედავად საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობისა, ეპიდემიამ არ იფეთქა საქართველოში. სასწაულს ღმერთი მოუხდენს ერს, რომელიც არის ერთგული ღვთისა და მამულისათვის. ასეთი თავდადებული მამულიშვილები ჰყავდა საქართველოს და იმიტომ გადარჩა, ასეთი ბრძანდება მღვდელმონაზონი მიქაელ ჰერელი.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно