გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის რეზერვუარის წყლით შევსება დაიწყო


     ,,მიმდინარეობს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ტბის მოწყობის პროექტი, თუმცა ეს მხოლოდ ტბას არ მოიცავს. ჯამში მოიცავს ორ ეტაპს - ერთი ეტაპი 2019 წელს დაიწყო, რომლის ღირებულებაც შეადგენდა დაახლოებით 11 მილიონ ლარს. ეს იყო ტბის ინფრასტრუქტურის შექმნა შესაბამისი ტექნოლოგიის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ზამთრის კურორტებზე.
 
     ხელოვნური რეზერვუარის მოცულობა არის 96 000 ტონა. ამჯერად, მიმდინაორებს 2 600 000 მილიონი ლარის ღირებულების მეორე ეტაპი, რომელიც სეზონამდე დასრულდება. სამუშაოები ითვალისწინებს შესაბამისი სატუმბი სადგურის და ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც შემდგომში კომპლექსურად ამუშავდება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და ვუზრუნველვყოფთ გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ტურისტებსა და დამსვენებლებს ნალექის სიმცირით გამოწვეული დისკომფორტი აღარ ექნებათ ’’- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ
 
     პროექტის ფარგლებში აშენდა ხელოვნური ტბა, მიმდინარე სამუშაოები კი ამ ტბისთვის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას ითვალისწინებს
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно