გრაკლიანის გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს


     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომლებიც ძვ. წ II და I ათასწლეულებით თარიღდება.

     საველე სამუშაოების წარმოებისას პირველ ტერასაზე სამარხებში დიდი რაოდენობით კერამიკული და ლითონის ინვენტარია აღმოჩენილი.

     ამასთან, ახალი აღმოჩენები გაკეთდა ძვ.წ V-IV საუკუნეების სატაძრო კომპლექსის ნაშთების კვლევისას, სადაც პირველად დაფიქსირდა არტეფაქტები, რომელიც რკინის ნივთების წარმოებასთან არის დაკავშირებული.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv