თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს


     თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ფერომონიანი დამჭერების განთავსება თბილისის ცენტრალურ უბნებში უკვე დაიწყეს. დედაქალაქის მასშტაბით და შემოგარენ სოფლებში 250 მონიტორინგის სისტემის განთავსებაა დაგეგმილი. 

     შესაბამისი ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, თბილისის მერიასთან შეთანხმებით დაიგეგმება. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно