იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა


     იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მანამდე ძველ ქალაქში მოეწყო არაბი მართლმადიდებლების ხმაურიანი პროცესია, რომელიც ცეცხლის გადმოსვლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

     წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან, ტრადიციულად, პირველი მაცხოვრის დაბადების ადგილას - ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში გაავრცელებენ.

     წმინდა ცეცხლი გადმოსვლასთან დაკავშირებით იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქუჩებში დამატებით ასობით პოლიციელი და საზღვრის დაცვის თანამშრომელია მობილიზებული.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/101025