საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას ოფიციალურად უერთდება


     ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოც უერთდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენის მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, მთელი წლის მანძილზე არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

     ამ თემასთან დაკავშირებით, 24 აპრილს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში - კრისტიან ურსე და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი.

     2018 წლის ღონისძიებათა კალენდარი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სხვადასხვა ინსტიტუციასთან თანამშრომლობით მომზადდა. მათი ძირითადი გზავნილები კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის შესატყვისია - დაცვა, ჩართულობა, მდგრადობა და ინოვაცია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно