,,პრეზიდენტი გვყავს ნარკობარიგების მხარდამჭერი, არ გამიკვირდება საპრეზიდენტო კანდიდატად ბაია პატარაია დაასახელონ" – მჟავანაძე


      ,,პრეზიდენტი, რომელიც არის ნარკობარიგების მხარდამჭერი, არ გამიკვირდება საპრეზიდენტო კანდიდატად ბაია პატარაიაც დაასახელონ,"– ამის შესახებ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა.

      ნიკოლოზ მჟავანაძის აზრით, პარლამენტის წინ სექს–მუშაკები, რომ შეიკრიბონ, საზოგადოების ნაწილმა, ისინი შესაძლოა მოწყალების დებად შერაცხოს.
      
      ,,აქ ამ შენობაში ზვიად გამსახურდია იჯდა, ამავე შენობაში სოროსის ლეკვები ცდილობენ თავს მოახვიონ ქვეყანას, ბინძური იდეები.  ვინმე იფიქრებდა, რომ დღეს სახალხო დამცველად დაინიშნებოდა ადამიანი, რომელსაც მიზნაც აქვს დასახული ერთსქესიანი ქორწიების დაკანონება. ქვეყანაში, როდესაც გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არის ნარკობარიგების მხარდამჭერი, არ გამიკვირდება საპრეზიდენტო კანდიდატად ბაია პატარაიაც დაასახელონ. ჩვენ ეს ადამიანები გვიწოდებენ ,,ბნელ გრუზინებს," ხოლო იმ ადამიანებს ვინც აქ იყვნენ ,,პროგრესულ ძალას." ხვალ და ზეგ აქ, რომ შეიკრიბონ სექს–მუშაკები, მათ მოწყალების დებად მონათლავენ ესენი,"-აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.  

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно